ჩოგბურთი

21:38 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია აზარენკამ სეზონი დაამთავრა

 

ბელარუსი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა, 2014 წელს აღარ ითამაშებს.

“ძალიან რთული წელი გამომივიდა, ყოველდღიურად ვცდილობ უკეთეს ფორმაში ვიყო. სამწუხაროდ, სეზონის ბოლომდე არ გამოვჩნდები კორტზე. ვეცდები, ეს დრო ვარჯიშისთვის გამოვიყენო და შემდეგ სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდე”,-განაცხადა ვიქტორია აზარენკამ Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე.

WTA-ის რეიტინგში, ვიქტორია აზარენკა 25-ე ადგილზე იმყოფება, რაც ტრავმებით არის გამოწვეული. ბელარუსს მარტის თვეში ჯერ ფეხის ტრავმა აწუხებდა, შემდეგ კი მუხლმა შეაწუხა.

ვიქტორიას ამერიკის ღია პირველობის მეოთხეფინალის შემდეგ აღარ უთამაშია. აზარენკამ წლევანდელ სეზონში სულ 22 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 14-ში მოიპოვა გამარჯვება.

 

ლაშა ქოიავა

0.112178