ფეხბურთი

20:15 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვინ გავარდება - “სიონი” თუ ბათუმის “დინამო”?

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო, 32-ე ტურის მატჩები გაიმართება. ყველა გუნდს გარკვეული აქვს საკუთარი ბედი. მხოლოდ ბოლნისის “სიონი” და ბათუმის “დინამო” არიან გაურკვევლობაში. შაბათს ერთ-ერთს უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწევს.

 

I_VI ადგილებისთვის

ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი)

18 მაისი. განმუხური. ცენტრალური. 17:00

დისკვალიფიცირებული: ლუკა გუგუჩია (“ზუგდიდი”)

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ზ. ბერულავა, გ. ჩიგოგიძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:1, 2:1, 0:2

ორივე გუნდისთვის ამ მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა “ზუგდიდს” საგაზაფხულო ეტაპზე ჯერ არ მოუგია და შეეცდება, ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დაამთავროს. ზუგდიდელებს დისკვალიფიცირებული ლუკა გუგუჩია არ ეყოლებათ, ხოლო “ტორპედოს”, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ნიკა სანდოხაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი და გიორგი ფანცულაია დააკლდებიან.

 

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე)

18 მაისი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. კურტანიძე, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 2:3, 2:0, 2:1

ესენი მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ. 3-ჯერ ჩემპიონატში და 2-ჯერ ქვეყნის თასზე. აქედან 3 თამაში საჩხერელებმა მოიგეს, 2 - გორელებმა. “დილას” ეს შეხვედრა ოდენ პრესტიჟისთვის თუ გამოადგება, “ჩიხურას” კი 22 მაისს “დინამოსთან” ქვეყნის თასის ფინალი აქვს სათამაშო, ისედაც უამრავი მოთამაშე ჰყავს დაშავებული და სავარაუდოდ, ხისტ თამაშს მოერიდება.

 

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი

18 მაისი. თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

მსაჯები: დ. სანოძე, ზ. მენთეშაშვილი, კ. გაბრიაძე, ა. ნონიკაშვილი (სათადაიგო)

მიმდინარე სეზონში: 2:1, 1:2, 1:0

ჩემპიონი “დინამო” დიდებულად ამთავრებს სეზონს. თბილისელებმა ბოლო 4 მატჩი მოიგეს და 14 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ 3 მიიღეს. ამიტომ შაბათს ისინი კიდევ ერთხელ გამარჯვებას შეეცდებიან. ზესტაფონელთა ბანაკში კი დიდი არეულობაა. კლუბის მფლობელმა ილია კოკაიამ, ფინანსური კრიზისი გვაქვსო და დახმარება მთავრობას სთხოვა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ზემოიმერლები თბილისში თამაშზე ჩასვლას აღარ აპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩავლენ და ითამაშებენ. აქ ზესტაფონელებზე მეტს აღარ გავაგრძელებთ, “მსოფლიო სპორტი” ბოლო დღეებში დაწვრილებით წერდა არსებულ ვითარებაზე და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი გეგმავს.

 

1. დინამო (თბილისი) 31 23 6 2 82:22 75
2. დილა (გორი)
31 21 2 8 56:26 65
3. ტორპედო (ქუთაისი) 31 18 7 6 53:29 61
4. ჩიხურა (საჩხერე) 31 17 6 8 49:34 57
5. ზესტაფონი 31 12 6 13 34:32 42
6. ზუგდიდი 31 10 6 15 30:48 36

     

    VII-XII ადგილები

    მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი)

    18 მაისი. მარტვილი. ცენტრალური. 17:00

    დისკვალიფიცირებული: ვლადიმერ ჯოჯუა (“სიონი”)

    მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ი. უკლება, ლ. თოდრია, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

    მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:2, 1:3

    ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩი. “მერანს” თავი ქუდში აქვს, ბოლნისელების ბედი კი ბეწვზე ჰკიდია, ისინი მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ ბათუმის “დინამოს”, რომელიც გასავრდნ ზონაშია. “სიონი” წინა ტურში მსაჯის მე-3 წამატებულ წუთამდე 2:1 უგებდა “მეტალურგს” და თამაში ასე რომ დამთავრებულიყო, უმაღლეს ლიგაში ადგილი დაბევებული ჰქონდა, მაგრამ უმოტივაციო რუსთაველებმა ფეარ პლეის პრინციპი არ დაარღვიეს, ბოლომდე იბრძოლეს და ზვიად ლობჟანიძემ 93-ე წუთზე გაათანაბრა. ახლა, თუ ბათუმმაც გაიმარჯვა, “სიონს” მხოლოდ მოგება შველის. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.

     

    მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი)

    18 მაისი. რუსთავი. “ფოლადი.” 17:00

    დისკვალიფიცირებულები: ლუკა რაზმაძე, გოგი ფიფია, გიორგი ქავთარაძე

    მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ფიფია, გ. ჩიგოგიძე, თ. გვანცელაძე, ლ. კვარაცხელია, ბ. ნინუა (სათადარიგო)

    მიმდინარე სეზონში: 2:0, 2:1, 1:0

    ზემოთაც ვთქვით და რუსთაველთა საგაზაფხულო გამოსვლა მართლაც დასაფასებელია. გუნდს, რომელსაც არანაირი სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია, ყველა მატჩში ბოლომდე იბრძვის. ბათუმელებს კი ცხელი დღეები უდგათ. შიდა ადმინისტრაციული პრობლემების გარდა, უმაღლეს ლიგაში დარჩენა მხოლოდ მათზე აღარაა დამოკიდებული. რუსთავში რომ გაიმარჯვონ, “სიონის” მოგების შემთხვევში მაინც გავარდებიან. თუ ბოლნისელებმა ვერ გაიმარჯვეს, მაშინ უმაღლესში რჩებიან. საქმე ისაა, რომ მათ ერთმანეთში ყველა მაჩვენებელი თანაბარი აქვთ. წლევანდელ სეზონში გამართული 3 მატჩიდან ერთი “სიონმა” მოიგო (1:0), მეორე “დინამომ” (1:0), მესამე კი ფრედ დამთავრდა (1:1). ანუ თუ ორივემ 31 ქულა მოაგროვა, ამუშავდება დებულების შემდეგი პუნქტი, რომელიც ჩემპიონატში მოგებათა მეტ რაოდენობას ითვალისწინებს. ამ მხრივ ბათუმელებს 8 მოგება მოუგროვდებათ, “სიონს” კი 7 დარჩება. ამ შემთხვევაში ბოლნისელები გავარდებიან.

     

    კოლხეთი (ფოთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

    18 მაისი. ფოთი. “ფაზისი.” 17:00

    დისკვალიფიცირებულები: როსინი, მიხეილ ხარშილაძე (ორივე – “კოლხეთი”)

    მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

    მიმდინარე სეზონში: 2:0, 1:1, 0:0

    ტურის ყველაზე “მშვიდობიანი” მატჩი. მოწინააღმდეგეებს პრესტიჟის გარდა არაფერი ამოძრავებთ.

     

    1. მეტალურგი (რუსთავი) 31 12 8 11 29:34 44
    2. მერანი (მარტვილი) 31 10 4 17 30:49 34
    3. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 31 8 9 14 25:40 33
    4. სიონი (ბოლნისი) 31 7 9 15 29:50 30
    5. დინამო (ბათუმი)
    31 7 7 17 38:55 28
    6. კოლხეთი (ფოთი) 31 2 8 21 20:56 14

       

      მეგოლეები:

      22 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

      19 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

      16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

      14 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

      12 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)

      11 - ირაკლი მოდებაძე (3, “დილა”)

      10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

      9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)

      8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)

      7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მერებაშვილი (ორივე -“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი კუხიანიძე (4, “ტორპედო”)

      6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

      5 - რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი, ბაჩანა არაბული (ორივე - “დილა”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”)

      4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი, გრიგოლ დოლიძე (ორივე - “ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”), რევაზ გოცირიძე (“ჩიხურა”)

      3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი, ზვიად სიხარულია (ყველა - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში, გიორგი ფანცულაია (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ირაკლი კლიმიაშვილი, დავით სვანიძე, (ორივე - “სიონი”)

      2 – პეტერ გრაიციარი (“დინამო” თბილისი), ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი, ბოტი გოა დემელი (ყველა – “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე, ვალერი იობაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე, გოგი ფიფია, რევაზ გეწაძე, ზურაბ მენთეშაშვილი (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, დათო კვირკველია (1) (ყველა - “დილა”), პაატა ცხვიტარია, გიორგი ბუხაიძე (1), ომარ გოგონაია (ყველა - “კოლხეთი”), ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, გიგა ჟვანია (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი ჯანელიძე, ლევან კუხალეიშვილი, ირაკლი ღიბრაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), ვლადიმერ უგრეხელიძე, გიორგი მანწკავა, ლადო ახალაია (ყველა - “სიონი”), ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

      1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, დათა სიჭინავა, პაპუნა ფონიავა (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი, კარლეს კოტო (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე, გიორგი აბურჯანია (ყველა - “დილა”), ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, ვიტორ როსინი (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

      ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

       

      საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

      ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

      - ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

      - ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

      - ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

      - ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

      - თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა

      კენჭისყრა

      სარეკლამო ადგილი - 40
      710 x 400
      სარეკლამო ადგილი - 6
      250 x 250
      0.090916