თამაშგარე

10:11 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიერის ეროტიკული ფილმების პროდიუსერები ეხვევიან

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, კრისტიან ვიერი არადა არ იშლის ოღრაშობას და მის მიერ გაცისკროვნებული ქალბატონების რიცხვი წლიდან-წლამდე იმატებს. ეს მაშინ, როდესაც ვიერიმ საფეხბურთო კარიერა კარგა ხნის წინ დაასრულადა შესაბამისად მისი პოპულარობაც თითქოს წარსულს ჩაბარდა.

კრისტიან ვიერის სექსუალური შესაძლებლობანი ეროტიკული ფილმების პროდიუსერების ყურადღების ქვეშ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოექცა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით, ”ბობომ” უარი თქვა მათ შემოთავაზებაზე და საკუთარი სექსუალური სიმხნევის ტელეკამერის წინ წარმოჩენა არ ისურვა.

ვიერის ამჯერად ფრანგი პროდიუსერი დაუკავშირდა და კიდევ ერთხელ შესთავაზა მთავარი როლი ფილმში, სადაც მრავალ ქალთა ოხვრა-კვნესის ხმა გაისმება. ვიერის პასუხი მალე გახდება ცნობილი და ეს იმ ფონზე, როცა ამ მხნე კაცის სხეულის ტელეეკრანზე ნახვა ალბათ მრავალ ქალს გაახარებდა.


0.11366