ფრენბურთელი ვერონიკა მაფეი, ერთ-ერთი მათგანია იმ ათასობით იტალიელ გოგონათა შორის, რომლებიც სპორტს მისდევენ და სპორტული დიდი წარმატებებით ნამდვილად არ გამოირჩევიან. ამას ემატება ისიც, რომ კლუბი, სადაც ვერონიკა თამაშობს, რანგით მეორე დივიზიონშია და ადვილი მისახვედრია, როგორ სპორტულ “მიღწევებთანაც” გვაქვს საქმე...
თუმცა, არის შანსი, რომ ვერონიკა, არა მხოლოდ იტალიამ, არამედ მთელმა მსოფლიომაც კი გაიცნოს და როგორ ჩანს, ამ შანსს ვერონიკა მაფეი აუცილებლად გამოიყენებს. საქმე ისაა, რომ ლამაზმან ფრენბურთელს, “მის იტალია 2012”-ში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, “მის სამყაროში” სურს მონაწილეობის მიღება.
როგორც იტალიაში ფიქრობენ, ვერონიკა მაფეი გარეგნობის მხრივ ნამდვილად არ ჩამოუვარდება სილამაზის კონკურსში მონაწილე სხვა გოგონებს და მისი შანსები არც ისე დაბალია. ამას გარდა, მას ზურგს იტალიური სპორტის ქომაგებიც უმაგრებენ. ვერონიკას წარმატება ხომ, ერთგვარი “სპორტული მიღწევაც” იქნება.







