ჭადრაკი

17:24 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერის ბაღი 7 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს

ვერი ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე 7 წლამდე ასაკის მოჭადრაკე გოგონებისა და ბიჭების 2014 წლის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობს. ორი ან რამდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი კოეფიციენტის მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება.

პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენს ოქროს მედალთან ერთად სპეციალური თასი გადაეცემა. I-III ადგილებზე გასულები კი შესაბამისი ხარისხის მედლებთან ერთად სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111046