ფეხბურთი

13:10 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძის გოლი, ძალამიძის საგოლე

დანიის საფეხბურთო პირველი დივიზიონი გოლით გახსნა მათე ვაწაძემ. გასულ სეზონში სუპერლიგიდან გავარდნილმა “ორჰუსმა”, პირველ ტურში სახლში “როსკილდესთან” 2:2 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მე-16 წუთისთვის 0:2 აგებდა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა მე-17 წუთზე ანგარიშში სხვაობა დავით სხირტლაძის პასის მერე შეამცირა. ეს უკანასკნელი 41-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვაწაძე მე-60-ეზე. დავით დევდარიანი ტრავმირებულია და 18-კაციან განაცხადში არ იყო.

პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, “იაგელონიამ” გასვლაზე “ზავიშას” 3:1 აჯობა. ნიკა ძალამიძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე პიატკოვსკიმ ანგარიში  ქართველი შემტევი ნახევარმცველის პასის მერე გაზარდა – 2:0. ძალამიძე 79-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო მე-80-ზე შეცვალეს.

ვარშავის “ლეგიამ” სტუმრად “კრაკოვიას” მოუგო, მაგრამ ამაში თავისი წვლილი ლადო დვალიშვილს არ შეუტანია. ქართველ თავდამსხმელს კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამიტომ, 18-კაციან განაცხადშიც არ იყო.

 

0.100981