თამაშგარე

11:28 | 31.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტს ცოლი მოენატრა

როგორც “დეილი მეილი” იტყობინება, ინგლისის საფეხბურთო კლუბ “ტოტენჰემის” შემტევი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი კარიერის გაგრძელებას გერმანულ “შალკეში” აპირებს. ამის მიზეზი... მისი ცოლი სილვიაა, რომელიც მუშაობს კიოლნში, ტელეარხ “RTL”- ში. როგორც ჩანს ახალგაზრდები დაიღალნენ ხშირი და ხანგრძლივი სამუშაოებრივი განშორებებით და სურთ საბოლოოდ დაალაგონ ურთიერთობა.
ორი წლის წინ, წყვილი გაყრის პირას იყო სწორედ ამ მიზეზით, თუმცა როგორღაც დაწყნარდნენ. ამა წლის ზამთარში კი სილვიამ ისევ ატეხა “განგაში”: მე ვმუშაობ ისე, როგორც ყველა ქალი, შოუ-ბიზნესს მართლაც დიდი დრო მიაქვს, აქედან გამომდინარე, არც ბევრი თავსუფალი ვარ და არც ხშირად ვარ შინ. ჩემს ოჯახს კვირაში მხოლოდ ოთხი დღე ვხედავ, ყოველივე ამის მიუხედავად, ოჯახზე მაღლა სხვა ფასეულობებს ნამდვილად არ ვაყენებ, ამიტომაც ვაკეთებ ყველაფერს ქორწინების შესანარჩუნებლად.”   
პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას “შალკეში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, ვან დერ ვაარტმა არც უარყო და არც დაადასტურა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ახლა მთელი ყურადღება ევრო-2012-ისკენ აქვს მიმართული.

ვიდეო
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169776