თამაშგარე

11:25 | 7.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტები ევროპელ ლამაზმანებს დააფრთიანებენ

ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, რაფაელ ვან დერ ვაარტის მშვენიერი მეუღლე – მოდელი სილვია ვან დერ ვაარტი, რამდენიმე ცნობილ ჟურნალთან თანამშრომლობს. სილვია აქამდე მხოლოდ მოდელის იმიჯით კმაყოფილდებოდა და არც შემოსავლის სიმცირეს უჩიოდა. თუმცა, როგორ ჩანს, ეს ნიდერლანდელი ლამაზმანისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და, სილვია ვან დერ ვაარტმა გადაწყვიტა, საკუთარი სამოდელო ფოტო-სტუდია გახსნას.

როგორც თავად მოდელი ამბობს, მისი ფოტოსტუდია ძირითადად საზოგადოებისათვის უცნობი მოდელების მოძიებასა და პოპულარიზაციაზე გააკეთებს აქცენტს. ამას გარდა, სალვიას მიერ დამოძღვრილი და დაფრთიანებული ახალბედა ლამაზმანები, ევროპაში გამომავალი სხვადასხვა ფერადი ჟურნალების ყდებსაც დაამშვენებენ.
სილვია ვან დერ ვაარტი ამბობს, რომ ქმრისგან ყოველთვის გრძნობს მხარდაჭერას და ფოტო-სტუდიის გახსნაც რაფაელთან შეთანხმებით გადაწყვიტა. ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა თავადაც რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ფოტო-გადაღებებში და როგორც ჩანს, ამ საქმისადმი ინტერესიც მაშინ გაუმძაფრდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104795