თამაშგარე

10:57 | 2.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვალენტინო როსი – მარადიული მაჩო

ცნობილმა იტალიელმა მოტომრბოლელმა, ვალენტინო როსიმ, თავის აშარ ცოლთან. ანაბელ ნოჩერიასთან დაშორების შემდეგ, ცოტა ხნით თავს დასვენების უფლება მისცა და ბოლო სამი თვის მანძილზე, ვალენტინო ქალების შორი-ახლოსაც კი არ დაუნახავთ. თუმცა, ეს თვითნებური შეზღუდვის ხანა, რასაკვირველია, წარსულს ჩაბარდა. ვალენტინო როსის ამჟამინდელი გულისსწორი ცნობილი იტალიელი ლამაზმანი, არიანა მატიზია, რომელიც ვალენტინოს საყვარელი ჯერ კიდევ 2005 წელს იყო. ახლა კი, როგორც ჩანს, წყვილმა ძველი ტკბილი და კარგი დრო ხელახლა გაიხსენა.

 ვალენტინომ არიანა მართალია ზღაპრულ კოშკში ვერა, მაგრამ ემილიაში მდებარე თავის არანაკლებად ზღაპრულ ფეშენებელურ ვილაზე წაიყვანა. ეს ვილა იტალიელმა მოტორბოლელმა ჯერ კიდევ მაშინ შეიძინა, როდესაც ყოფილი ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და სურდა მისთვის  ესიამოვნებინა. ხოლო როდესაც მეუღლესთან ქონების გაყოფაზე მიდგა საქმე, ვალენტინომ ბევრი იბრძოლა და იმდენს მაინც მიაღწია, რომ ვილა თავის საკუთრებაში დარჩა.

 ვალენტინო როსო ქალების დიდი სიყვარულით და საერთოდ – მექალთანეობით ყოველთვის გამოირჩეოდა. იგი იმდენად იყო თავისი  გატაცების ერთგული, რომ ხშირად არც ცოლის ღალატს ერიდებოდა. ვალენტინოს მკლავებში იმდენი ცნობილი იტალიელი თუ არაიტალიელი ცნობილი გოგონა ყოფილა მოქცეული, რომ იგი ნამდვილად იმსახურეს ფეხბურთელ კრისტიან ვიერისთან ერთად იტალიის საუკეთესო მაჩოს წოდებას. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ვიერი  კიდევ სხვა ფენომენია...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165305