ძიუდო

16:55 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

უშედეგო “ევროპის თასი”

გერმანიის ქალაქ შინდელფინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი – “ევროპის თასი” ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა. საშეჯიბრო განაცხადში საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

ზურაბ გუჩმაზოვმა (81 კგ) ტურნირზე გამოსვლა ბელარუს სერგეი ციარეშკასთან დაჭიდებით გახსნა და სამწუთნახევარში იპონით წააგო. თორნიკე ჯუღელისთვის (81 კგ) დაუძლეველი ბარიერი ყაზახი რინატ იბრაგიმოვი აღმოჩნდა. ამ შეხვედრის ბედიც ვადაზე ადრე გადაწყდა. არჩილ საღინაძეს (100 კგ) კი ახალი ზელანდიის ნაკრების წევრმა ჯეისონ კოსტერმა საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113488