თამაშგარე

16:48 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

უოლკოტის თეთრყირმიზა დედინაცვალი

როგორც ჩანს, შავტუხა უოლკოტებს თეთრი და ყირმიზა ქალები ნამეტანი ყვარებიათ. რამდენიმე დღის წინ, ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ტეო უოლკოტის მამამ, დონი უოლკოტმა რიგით მესამე ცოლი მოიყვანა და თეოს დედინაცვალი ნამდვილად ანგრევს დედინაცვლებზე დამკვიდრებულ სტერეოტიპს.

თეო უოლკოტს ამჯერად ტრავმა აწუხებს და შესაბამისად, საწვთრნელ პროცესშიც ნაკლებადაა ჩართული. ლონდონური კლუბის ფრანგი მესაჭე, არსენ ვენგერი მას ბუნებრივია თავისუფლებასაც აძლევს და თეომ მამის ქორწილში გვარიანად მოილხინა.

”მე და მამას ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ერთნაირი ქალები მოგვწონს. მიხარია, რომ მამა გახარებულია. ბედნიერებას ვუსურვებ ახლადშეუღლებულებს. ქორწილის შემდეგ, კარიბის კუნძულებზე ვაპირებ დასასვენებლად წასვლას“ – განუცხადა თეო უოლკოტმა ინგლისელ ჟურნალისტებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11123