თამაშგარე

11:58 | 12.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

უნგრელებმა ქალები დააფასეს

 

უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტების დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სტადიონებზე გამართულ მატჩებზე ბილეთები მანდილოსნებისათვის ნახევარ ფასად გაიყიდოს. უნგრელებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაადგინეს, რომ უნგრეთის საფეხბურთო პირველობაზე მანდილოსნების დასწრების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 6% ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც გერმანიაში სტადიონებზე მსხდომთა დაახლოებით 30 პროცენტს დღეს უკვე ქალები შეადგენენ.
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მათ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგეს, რომ იციან, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქალების მხრიდან ფეხბურთით დაინტერესებას და როგორ ამაღლებს ეს ქვეყანაში საფეხბურთო ცოდნასა და კულტურას. ფეხბურთის მოყვარული გოგონას შვილები, როგორც წესი, საფეხბურთო გარემოში იზრდებიან და თავადაც გულშემატკივრები ხდებიან. სწორედ ასე იწყება ოჯახური საგულშემატკივრო ტრადიცია, რომელიც ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემა ხოლმე.
საფეხბურთო სტადიონებზე მანდილოსნების მოსაზიდად უნგრელების მსგავსი ნაბიჯი, დაახლოებით ათი წლის წინ, ინგლისელებმა გადადგეს და პრემიერლიგის მატჩებზე დასწრების მსურველ ქალებს დიდი შეღავათები დაუწესეს. ამან მართლაც რომ ცხოველისმყოფელად იმოქმედა პრემიერლიგის პოპულარობაზე და დღეს ალბიონზე უკვე აღარ არის საჭირო, ამ კუთხით რაიმე დამატებითი ზომების მიღება, თუნდაც იმიტომ, რომ ინგლისელი ქალები უკვე სხვების “დახმარების” გარეშეც ახერხებენ საყვარელი გუნდის საქომაგოდ ტრიბუნაზე მოკალათებას.
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.199583