თამაშგარე

11:07 | 31.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

უკომპლექსო რეგინა

წარმოშობით რუსი, მაგრამ გერმანიის სახელით მოასპარეზე მხატვრული ტანმოვარჯიშე, რეგინა სერგეევა ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ იმოდენა ”გაქანება” გააჩნია, რამე რომ იყოს, არაერთ ზრდასრულ ქალბატონს ჩამოიტოვებს უკან. რეგინას ”გაქანებაში” პუშკინის ლექსების გამართულად თქმასა და ჩეხოვის მოთხრობების ანალიზს რომ არ ვგულისხმობთ- ცხადია.
რუს-გერმანელმა სპორტსმენმა გოგონამ, რამდენიმე გერმანელ სპორტსმენ ქალთან ერთად, ლონდონის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ჟურნალ ”ფლეიბოის” სარფიანი შეთავაზება უპრობლემოდ მიიღო. საჯაროდ გაიხადა და ამ გახდით მისი სიკისკისისა და სინარნარის მხილველნი გაგვხადა.
მაგრამ, თუკი ამ ფოტოსესიების შემდეგ, სხვა სპორტსმენმა ქალებმა სპორტული ცხოვრების რუტინა ძველებურად გააგრძელეს, რეგინას, როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა ფოტომოდელის საქმიანობა და განაცხადა, რომ წინააღმდეგი სულაც არ იქნება, თუკი მისი მომავალი მთლიანად ფოტემოდელობას დაუკავშირდება. რას ერჩით, ალბათ თავად უფრო იცის, რა გამოსდის კარგად...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162921