თამაშგარე

11:32 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უარყოფილი ტევესი

“ქალსა შავთხოვე არ მამცა, რუსულად მითხრა “ნიატო”, მიწითამც ამოგევსების, ჩემდ ძვირო სხვისთვის იაფო” – სამწუხაროა, რომ ეს ფშავური კაფია ტურინში ახლახანს გადაბარგებულ არგენტინელ ფეხბურთელს, კარლოს ტევესს არასოდეს მოუსმენია, თორემ აუცილებლად ეტყოდა იტალიელ ლამაზმანს, სტელა ზუკატოს, რომელმაც მასთან თანაყოფაზე მტკიცე და თავდაჯერებული უარი განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ, ტურინში ”იუვეს” ხელმძღვანელობის მიერ მოწყობილ სპეციალურ ბანკეტზე ცნობილი ლამაზმანებიც ყოფილან მიწვევულნი. ტურინელთა ახალწვეულს, კარლოს ტევესს, ბევრი “უჩალიჩია”, მშვენიერი სტელას გული რომ მოეგო, მაგრამ სამწუხაროდ, ლამაზმანმა ნაიარევსახიან კარლიტოს თავისი გული მთაწმინდიდანაც კი არ დაანახა.

იმედია, ამ უიღბლობის გამო გულდამწვარი ტევესი აქაფებულ მდინარე პოში არ გადახტება. კაცია ბოლოს და ბოლოს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162638