მთელ მსოფლიოში ცნობილი თურქი მოდელი, მშვენიერი დუგუ დიკმენოღლუ, თურქული ბულვარული პრესის საკბილო კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ დიკმენოღლუს ახალი გულისსწორი, სტამბოლის “გალათასარაის” ერთ-ერთი ფეხბურთელია.
ფეხბურთელის ზუსტი ვინაობა კონკრეტულად არ სახელდება, მაგრამ ვარაუდების დონეზე თურქული პრესა წერს, რომ დიკმენოღლუს სატრფო, შესაძლებელია, სტამბოლური კლუბის შემტევი, ბურაკ ილმაზი იყოს, რომელსაც მეგობარ ქალთან ურთიერობა ბოლო დროს გაფუჭებია.
რაც შეეხება ტურფა დუგუ დიკმენოღლუს... ეს ქალი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში იმდენად პოპულარულია, რომ მისი სახელი, ლამის, ყველა თურქმა იცის. დიკმენოღლუმ წლების წინ “მის თურქეთის“ წოდებაც მოიპოვა და მისი შემდგომი პოპულარობა ამ აღიარების შედეგი იყო.







