საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს თურქეთთან ამხანაგურ მატჩში ოთარ მარცვალაძე დააკლდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ტრავმირებული მარცვალაძის თამაში გამოირიცხა. “კრასნოდარის” ფორვარდმა ავსტრიის დაბა ფლახაუ, სადაც შეკრება მიმდინარეობს, უკვე დატოვა.
შედეგად, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 22 ფეხბურთელი დარჩა:
გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, სოლომონ კვერკველია, გიორგი ფოფხაძე, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია, მურთაზ დაუშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, დავით თარგამაძე, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, ნიკა ძალამიძე, ჯაბა ლიპარტია, ლადო დვალიშვილი, ნიკა გელაშვილი, ლევან მჭედლიძე.
23 მაისს, თამაშის წინა დღეს, ეროვნული გუნდი ვარჯიშს ზალცბურგში “რედ ბულ არენაზე” აპირებდა, მაგრამ გეგმები შეიცვალა და გუნდი ხსენებულ ქალაქში პირდაპირ სათამაშოდ ჩავა. შეგახსენებთ, რომ მატჩი 24 მაისს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი









