კალათბურთი

19:12 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

თუ სტერლინგი დარჩა, რივერსი წავა

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” მთავარი მწვრთნელი, დოკ რივერსი, დაკავებული თანამდებობიდან გადადგება, თუ “კლიპერსის” მფლობელი მომავალ სეზონშიც დონალდ სტერლინგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რასისტული გამონათქვამების გამო,NNBA-ს კომისიონერმა, ადამ სილვერმა, სტერლინგს ლიგის თამაშებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა.

“თუ სტერლინგი “კლიპერსს” არ გაყიდის, რივერსი გუნდს დატოვებს. რივერსის გარდა, გუნდი შეიძლება დატოვოს კრის პოლმაც, რომელიც ასევე აღშფოთებულია სტერლინგის განცხადებით და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურს. ამასთან, სპონსორებიც ეჭვის თვალით უყურებენ არსებულ კონტრაქტებს.” – განაცხადა “კლიპერსის” დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ პარსონსმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც დონალდ სტერლინგმა თავის მეგობარ გოგონას, ვანესა სტივიანოს, “კლიპერსის” საშინაო თამაშებზე მეჯიქ ჯონსონისა და სხვა “შავკანიანი” სტუმრების მოწვევა აუკრძალა.

 

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125108