ჩოგბურთი

21:54 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტროიცკი მოგებით დაბრუნდა

 ერთწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ სერბი ჩოგბურტელი ვიქტორ ტროიცკი კორტს მოგებით დაუბრუნდა. ბალკანელმა გშტაადის ტურნირის პირველ წრეში ავსტრიელ დომინიკ ტიმს 7:6, 6:4 მოუგო.

შეგახსენებთ, ტროიცკის მკაცრი ვერდიქტი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც მან დოპინგ-კონტროლისთვის სისხლის ანალიზის ჩაბარებას თავი აარიდა. ვიქტორს დისკვალიფიკაციის ვადა გასულ კვირას ამოეწურა, გშტაადში კი შეჯიბრების ორგანიზატორებმა ტროიცკი წილდ ცარდ-ით მიიწვიეს.

0.111689