თამაშგარე

10:05 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის ტრფობით გათანგული

 

იტალიური “რომა” განაგრძობს წარმატებულად თამაშს. გუშინ ეს გუნდი მშვენივრად ეპაექრა ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” და ამ წარმატებებმა დედაქალაქური კლუბის ქომაგების დიდი სიხარული გამოიწვია. განსაკუთრებულად გახარებულია, “რომას” თილისმად სახელდებული, იტალიელი მოდელი, ლაურა კრემაჩი.

ლაურა ის ქალია, რომელიც ნიფხავ-პერანგის გახდას არასოდეს იზარებს, თუკი ეს ყველაფერი მის საყვარელ კლუბს დასჭირდა. ჯერ კიდევ “სიტი”-“რომას” მატჩამდე იძახდა, თუ იტალიელები არ წააგებენ, ჩემს მრავლისმნახველ მკერდზე საყვარელი კლუბის ემბლემას ამოვისვირინგებო და ვითომ რატომ არ გააკეთებს ამას?

ლაურა კრემაჩის განსაკუთრებული სიხარული იმანაც გამოიწვია, რომ გუშინ გოლი მისმა კუმირმა, ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა. ამასწინათ, ლაურამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მუცელზე წარწერა აქვს: “ტოტი გელოდებიო” და აფსუსი არაა ამ ქალის ასე მოლოდინის ამარა მიტოვება?!..

0.120667