ფეხბურთი

17:02 | 28.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

თოთაძე და განუგრავა იჯარით “პაპაში” გაუშვეს

უნგრულმა “დიორმა” ქართველი ლეგიონერები - ლაშა თოთაძე და გიორგი განუგრავა თანალიგელ “ლომბარდ პაპაში” გაანათხოვრა.
ინტერნეტ-გამოცემების naplo-online.hu-სა და nemzetisport-ის ცნობით, ცენტრალური მცველი თოთაძე და ნახევარმცველი განუგრავა ახალ კლუბში იჯარით 2011-2012 წლების სეზონში დარჩებიან.
22 წლის თოთაძემ გასულ სეზონში “დიორის” პირველ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა, ხოლო სარეზერვო გუნდში ნათამაშებ ცამეტ შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. 23 წლის განუგრავამ ძირითად გუნდში გამართულ თორმეტ თამაშში მეტოქის კარი ერთხელ აიღო, ხოლო დუბლშემადგენლობაში მოედანზე გასვლა 5-ჯერ მოუწია და ამ შემთხვევაშიც მის აქტივში ერთი გოლია.
“დიორში”, სადაც გასულ სეზონში ოთხი ქართველი ირიცხებოდა, მხოლოდ ფორვარდი რატი ალექსიძე დარჩა.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130242