ფეხბურთი

14:13 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” საშინაო მატჩებზე დასწრება უფასოა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ქუთაისის “ტორპედოს” საშინაო მატჩებზე დასასწრებად გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა არ მოუწევთ.

“ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ეს კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონშიც ქუთაისელებს კომპანია “ვისოლი” დააფინანსებს.

ახალ სეზონში “ტორპედო” პირველ საშინაო თამაშს 15 აგვისტოს გორის “დილასთან” ჩაატარებს და ქომაგები სტადიონზე უფასოდ შევლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063315