ფეხბურთი

10:46 | 28.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "ბაიადან" გუგუჩია და წურწუმია ინათხოვრა

ქუთაისის “ტორპედომ”, ზუგდიდის “ბაიადან” ორი ფეხბურთელი გადაიბირა და ორივე ნახევარმცველია – ლუკა გუგუჩია და ლევან წურწუმია. ორივენი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანეს. ამრიგად, “ტორპედოს” ხუთი ახალწვეული მოუგროვდა – რევაზ გოცირიძე, გია მეგრელაძე, ნიკა მაისურაძე, წურწუმია და გუგუჩია.
აქვე, გუნდიდან წასულებზეც, ესენი არიან: ირაკლი ცნობილაძე, რევაზ კვერნაძე, ბექა ბიბილაშვილი და ლევან კირკიტაძე. ტრანსფერზეა დაყენებული ზაურ ხაჭიპერაძე, რომელმაც გასულ სეზონში “სამტრედიაში” თამაშისას, საკმაო რაოდენობის გოლები გაიტანა.
ერთიც, “ტორპედო” ორი კამერუნელი ლეგიონერის გასინჯვას აღარ აპირებს, არადა, თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ აფრიკელები ანთალიის შეკრებაზე უნდა შეერთებოდნენ იმერულ კლუბს. კამერუნელები საფრანგეთში მცხოვრები გია გურულის რეკომენდაციით უნდა მისულიყვნენ “ტორპედოში”, თუმცა ქართულმა კლუბმა საბოლოოდ უარი თქვა მათზე.
ქუთათურები ხუთ ახალწვეულზე არ ჩერდებიან და გაძლიერებას აპირებენ:
“მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან, უბრალოდ, მათი გვარების აფიშირება არ გვსურს, რათა სხვა გუნდებმა არ მოახდინონ მათზე ზემოქმედება”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” “ტორპედოს” სელექციონერმა დათო ყენიამ.
ილია ნანობაშვილი


 

0.10476