ფეხბურთი

20:32 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: “სიურპრიზები არ იქნება”

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტონი კროოსი გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მადრიდის "რეალს" მიუნხენელების დასამარცხებლად საიდუმლო ხერხები არ გააჩნია.

გერმანელი ნახევარმცველის თქმით, პეპ გვარდიოლამ "რეალის" წინააღმდეგ გუნდი კარგად მოამზადა:

"ვფიქრობ, მადრიდელები სიურპრიზს ვერ შემოგვთავაზებენ. ჩვენმა მწვრთნელმა მათ შესახებ ბევრი იცის და საჭირო რჩევები უკვე მოგვცა. “რეალის” ფეხბურთელებს ინდივიდუალური კლასის ხარჯზე ზიანის მოყენება შეუძლია, მაგრამ ეს ჩვენთვის ნაცნობი ფაქტია და ამ მხრივ "რეალი" მსოფლიოში საუკეთესოა. სტუმრად მატჩში ჩვენ გვჭირდება კარგი შედეგი და ერთი ან ორი გოლი. "ბაიერნი" ყველაფერს გააკეთებს ფინალში გასასვლელად."

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122156