სხვა

19:41 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ძურიოშიც იმარჯვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მორიგი ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, რომ მან რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში ორჯერ იმარჯვა, ძურიოში აღზევების კვალად კი, აქაც წარმატებას მიაღწია.

26 წლის ტოჩინოშინმა 21 წლის იჩინოჯოს დარად 13 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა, დამატებით შერკინებაში კი მას იორიკირით იმარჯვა. ცნობისთვის, გორგაძე ძურიოში მე-12 ნომრით ირჯებოდა და იმის მცირე შანსიც არსებობს, რომ უკვე მომავალი ბაშოსთვის ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში აღზევდეს.

თუკი ასე არ მოხდა, მაკუუჩიში ქართველი მებრძოლის გარეშე დავრჩებით, რადგანაც ელიტას ემშვიდობება ქართველი გოლიათი გაგამარუ. თეიმურაზ ჯუღელი ნაგოიაში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა და 15-დან 10 შერკინება დათმო, ამდენად, დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

ცნობისთვის, გასული სუპერტურნირის გამარჯვებული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა. იგი მე-3 სეკიტორი შეიქმნა, რომელმაც “იმპერატორის თასი” უკვე 30-ედ მოიგო. ახლა, მის წინ მხოლოდ ლეგენდარული სუმოისტები – ტაიჰო (32) და ჩიონოფუჯი (31) არიან.

0.116536