ფეხბურთი

16:31 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუმ “ატლეტიკოსთან” 2-წლიანი გააფორმა

 

ვეტერანმა პორტუგალიელმა შუახაზელმა ტიაგუ მენდეშმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას მადრიდელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.

“კლუბმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შანსი მომცა. მეამაყება, რადგან ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ. ვფიქრობდი, რომ წასვლის დრო იყო. წინადადებები სხვა ქვეყნებიდან მქონდა, მაგრამ “ატლეტიკოში” დარჩენა ვარჩიე. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა პორტუგალიელმა.

აღსანიშნავია, რომ ტიაგუს მადრიდელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და თითქმის მთელი თვე თავისუფალი აგენტი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10833