რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა: 1994 წელს დაბადებული თემურ ბუკია, რომელიც ნახევარმცველია და ეგორიევსკის “სატურნში” თამაშობს.
რუსეთის საფეხბურთო კავშირის ცნობით, მათი 17-წლამდელები თურქულ შეკრებაზე წავიდნენ და 18 ფეხბურთელს შორის ბუკიაც არის.
ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, თუ სად არის დაბადებულ-გაზრდილი ეს ჭაბუკი. ერთი კი არის, ძალიან პერსპექტიული ჩანს - “სატურნის” 1994 წელს დაბადებულთა გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა რუსეთის ასაკობრივ ლიგაში და ბუკიას თებერვალში გამართულ მატჩში ჰეთ-თრიქიც აქვს გახერხებული.
ილია ნანობაშვილი









