როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ ამერიკის ღია პირველობა მოიგო და 76 წლის შემდეგ პირველი ბრიტანელი გახდა, ვინც ასეთი დონის შეჯიბრებაზე იმარჯვა. თუმცა, ამერიკაში მოპოვებული უმნიშვნელოვანესი ტიტულით გამოწვეული სიხარული საათის დაკარგვით გამოწვეულმა შიშმა გადაფარა. საქმე ისაა, რომ ენდის, მისი სპონსორის, Rado-ს მიერ ნაჩუქარი საათი დაეკარგა, რომლის ღირებულებაც 2580 ევროა. ამ ფაქტმა, ბრიტანელი სპორტსმენი მეტისმეტად ააღელვა და მდგომარეობიდან გამოიყვანა. საბედნიეროდ, Rado D-Star Automatic Chronograph-ი მალევე იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს. ენდიც მყის დამშვიდდა და ამერიკის ღია პირველობის თასი ბედნიერმა და მომღიმარმა ჩაიბარა. აქვე გეტყვით, რომ ბრიტანელ სპორტსმენს ძალიან ბევრი ცნობადი სახე გულშემატკივრობდა, რომელთა შორის მსახიობები შონ კონერი და კევინ სპეისი, “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი იყვნენ.







