კალათბურთი

17:22 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

თამაში წყალზე

სლოვენიელებმა მღვიმის შემდეგ კალათბურთს ზღვაც დაუკავშირეს


სლოვენიაში დაგეგმილი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორები ყველანაირად ცდილობენ მომავალ ტურნირს განსაკუთრებული ელფერი შესძინონ. შეგახსენებთ, რომ ფინალური ტურნირის წილისყრა პოსტოინას მღვიმეში ჩატარდა, ახლა კი, კიდევ ერთი ნოვაცია – ევრობასკეტის პოპულარიზაციის მიზნით კალათბურთის მატჩი წყალზე შედგება...

დიახ, სლოვენიის ქალაქ კოპერთან (იქ ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მატჩები გაიმართება) ახლოს, სანაპიროდან 33 მეტრში უკვე შერჩეულია ადგილი, სადაც შაბათისთვის სპეციალური “მოედანი” დამონტაჟდება. ის 3 მეტრის სიმაღლეზე განლაგდება, ზომები კი ასეთი გახლავთ: 40მ.X20მ.

მინი-ტურნირში ხორვატიის, იტალიის და სლოვენიის ვეტერან კალათბურთელთა გუნდები ითამაშებენ, რომლებიც შესაბამისად დინო რაჯამ, დინო მენეგინმა და რაშო ნესტეროვიჩმა დააკომპლექტეს.

ცხადია, ზღვაში ტრიბუნების აწყობა გაცილებით რთული გახლდათ, ამდენად, სპეციალურად მიწვეული სტუმრები თამაშს მეზობლად გაჩერებული გემიდან (“ვენეციის პრინცი”) მიადევნებენ.

“სლოვენიაში, ევროპაში თუ ნბა-ში სხვადასხვა ადგილებში მითამაშია, თუმცა, ზღვაში – არასოდეს. ასე რომ, მომავალ შეჯიბრს მოუთმენლად ველი. მოხარული ვარ, რომ დინო რაჯამ და დინო მენეგინმაც ჩინებული გუნდები შეკრიბეს და ღონისძიებაში მონაწილეობას ერთად მივიღებთ”, - განაცხადა რაშო ნესტეროვიჩმა, რომელის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ელჩიცაა.

შეგახსენეთ, რომ მომავალი ევრობასკეტი სლოვენიაში 4-22 სექტემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს. ქართველი კალათბურთელები C ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, მასპინძელ სლოვენიას, ხორვატიას, პოლონეთს და ჩეხეთს გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062118