ფორმულა 1-ის მეპატრონის, ბერნი ეკლსტოუნის ოჯახში დიდი უსიამოვნება მოხდა – მისი ქალიშვილის, ტამარას საქმრო ომარ ხაიმი ღალატში ამხილეს და შემოდგომაზე დაგეგმილი ქორწილიც ჩაიშალა.
ამის შესახებ ფართო საზოგადოებას ეკლსტოუნის 28 წლის მემკვიდრემ თავად აცნობა. “ომარი ღალატში გამომიტყდა და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა”, - განაცხადა დადარდიანებულმა ტამარამ. არადა, 38 წლის ყოფილ მოკრივეს შეეძლო, 55-ოთახიან სახლში ეცხოვრა, რომლის ღირებულებაც 45 მილიონი ევროა.
ბერნი ქალიშვილის უბედურებამ დიდად დაანაღვლიანა, თუმცა გულის სიღრმეში არშემდგარმა ქორწინებამ ძლიერ გაახარა. ჭკვიან ბიზნესმენს საკუთარი სასიძო არასოდეს ყვარებია და მას ყოველთვის პრიმიტიულ ადამიანად მიიჩნევდა. ხშირად, თავის აზრებს ტამარასაც უზიარებდა, მაგრამ ქალიშვილი არ უსმენდა, რისთვისაც საბოლოოდ დაისაჯა კიდეც.







