სხვა

2:22 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაეკვონდოელების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში (ოლიმპიური სახეობა), სადაც, ქართველ ტაეკვონდოელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო 27 ქვეყნის 800-ზე მეტმა სპორტსმენმა.

აღნიშნულ ტურნირში, საქართველო წარმოდგენილი იყო 6 სპორტსმენით, ნაკრების მწვრთნელის – აკაკი ცენტერაძის ხელმძღვანელობით.

მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, მათ ანგარიშზე 4 სხვადასხვა სინჯის მედალია:

I ადგილი – ბადრი პაკსაშვილი (55 კგ)

II ადგილი – ბექა ქავთარაძე (45 კგ)

III ადგილი – გიორგი ხურცილავა (51 კგ)

III ადგილი – ლევან დოღონაძე (51 კგ)

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია

0.117033