სხვა

21:59 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაეკვონდო: ორი მედალი დანიის საერთაშორისო ტურნირზე

16 აგვისტოს კოპენჰაგენში ტაეკვონდოში დანიის მე-16 ღია საერთაშორისო ტურნირი შედგა, სადაც საქართველოს ღირსებას 21-წლამდელთა ნაკრების ორი წევრი – თეონა ვაშაყმაძე (ბათუმი) და მერაბ შუკაკიძე (თბილისი) იცავდა, გუნდის ხელმძღვანელი კი დავით ბუხრაძე გახლდათ.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობას 11 ქვეყნის 35 გუნდი იღებდა. ეს ქვეყნებია: დანია, ნორვეგია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, შოტლანდია, შვედეთი, შვეიცარია, ირლანდია, ფინეთი და ესტონეთი.

მერაბ შუკაკიძე (63 კგ.) ორთაბრძოლებში მეორე წრიდან ჩაერთო. მან 1/4-ფინალში ნორვეგიის ჩემპიონს და 21-წლამდელთა ნაკრების წევრს დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია 17:9, ნახევარფინალში კი დანიის წარმომადგენელი დაამარცხა – 16:1. ფინალში მერაბმა დანიის ჩემპიონთან მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო – 6:8.

თეონა ვაშაყმაძეს (62 კგ.) პირველ წრის გამოტოვება მოუწია და 1/4-ფინალიდან ჩაერთო ტურნირში, თუმცა მისი მოწინააღმდეგე ტრამვის გამო არ გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, ის ნახევარფინალში ავტომატურად მოხვდა, იქ მოწინააღმდეგე 16:8 დაამარხა, ფინალში კი ნორვეგიის წარმომადგნელს დრამატულ ბრძოლაში სძლია – 6:5.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, თეონა ვაშაყმაძე ტურნირის საუკეთესო სპორტსმენ გოგონად დასახელდა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103839