თამაშგარე

14:36 | 13.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდის მხიარული წვეულება

საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის“ კაპიტან სტივენ ჯერარდს გართობა მეგობრების წრეში ხმაურით და მუსიკის თანხლებით ჰყვარებია. სიყვარული ერთია, მაგრამ ამასწინათ ჯერარდის სიმშვიდის მოყვარული მეზობლები სტივენის სახლიდან გამოსული ბრაგა-ბრუგის ხმით ისე შეწუხდნენ, რომ ღამის 02.00 საათზე პოლიცია გამოიძახეს.
სტივენ ჯერარდის ბინაში მისულ პოლიციელებს, იქ დახვდათ ცნობილი კომიკოსი ჯონ ბიშოპი, მომღერალი რებეკა ფერგიუსონი და ჯერარდის ყოფილი თანაკლუბელი გარი კიუელი მეუღლესთან ერთად. ალბათ ადვილი წარმოსადგენია კომიკოსი, მომღერალი და ორი ფეხბურთელი ერთად როგორ ატარებს წვეულებას.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტივენ ჯერარდს ანალოგიური ინციდენტი ზუსტად ერთი წლის წინაც შეემთხვა. როგორც სჩანს, ფეხბურთელს ძალიან უყვარს დღესასწაულების ხმაურით აღნიშვნა მეგობრების წრეში, რასაც ვერ ვიტყვით მის მეზობლებზე...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089534