ფეხბურთი

14:50 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტიპე პლეტიკოშა: “ჯანო საგოლე პასების მიხედვით ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია”

“როსტოვის” ხორვატმა მეკარე სტიპე პლეტიკოშამ “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯანო ანანიძე საუცხოო სეზონს ატარებს. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან, რომელიც უშუალოდ ქართველ ფეხბურთელს ეხება.  

- თქვენ განსაკუთრებით გსურდათ, რომ ძიუბასა და ანანიძეს წელს “როსტოვში” ეთამაშათ...

- მიხარია, რომ მათ ყველაფერი გამოსდით. ჯანო საგოლე პასების მიხედვით ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია და საუცხოო სეზონს ატარებს. ძიუბა ლიგის საუკეთესო სნაიპერის ტიტულისთვის იბრძვის. სეზონის დაწყებამდე მას ვესაუბრე და ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რაც ასეც მოხდა.

- “სპარტაკში” თამაში რატომ არ გამოსდიოდათ?

- ძიუბას მსგავსი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს გამოადგება. მთავარი, მისი სწორედ გამოყენებაა. ანანიძე ცოტას თამაშობდა და 20 წუთში რაიმეს გაკეთება ძნელია.

- გუნდის მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი ამბობს, რომ კლუბს ამ ფეხბურთელების ტრანსფერების გამოსასყიდად ფული არ ეყოფა...

- მსურს, რომ ისინი დარჩნენ. შესაძლოა, თასის მოგების შემთხვევაში კარგი სპონსორი გამოჩნდეს და ამ დუეტს შევინარჩუნებთ.

0.11882