თამაშგარე

17:56 | 28.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

სტაუდმაიერი კომენტარის გამო დააჯარიმეს

NBA-ის კლუბ “ნიუ იორკ ნიქსის”, 29 წლის კალათბურთელი ამარე სტაუდმაიერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე გულშემატკივრის შეურაცხყოფისთვის 50 ათასი დოლარით დააჯარიმეს.
23 ივნისს მოთამაშემ თავი ვერ შეიკავა და ერთ-ერთ ადამიანს, რომელმაც ნახსენებ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა და fag უწოდა, რაც ამერიკულ სლენგზე არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს ნიშნავს.
რამდენიმე ხნის შემდეგ, სტაუდმაიერმა საკუთარი კომენტარი წაშალა, თუმცა New York Daily News-ის ჟურნალისტმა ბრაიან ფერელიმ, მისი დაფიქსირება მოასწრო, რის გამოც NBA-მ გამოძიება დაიწყო. მოთამაშემ კი, ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანის აზრს პატივს სცემს. “ჩემი საქციელის პატიება არ შეიძლება, ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ”, - აღიარა ამარემ.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096785