თამაშგარე

10:23 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სქოთთა დაშოშმინების მიზეზები

თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას: ”გამოსწორების გზაზე დგანანო”, თურმე ეს პირველ ყოვლისა შოტლანდიელ ფეხბურთის ქომაგებზე უნდა ვთქვათ, რომლებიც მთელს მსოფლიოში თავიანთი აგრესიულობით არიან ცნობილნი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სქოთებიც თანდათან მშვიდდებიან...

 ბრიტანელი სტატისტიკოსების ცნობით, ბოლო 7 წლის მანძილზე, შოტლანდიაში მკვეთრად იკლო სტადიონზე მომხდარი ჩხუბების ფაქტებმა და ფატალური შედეგითაც სულ უფრო ცოტა საფეხბურთო შეხლა-შემოხლა მთავრდება.

 სტატისტიკოსების აზრით, სქოთების ასეთი დამშვიდება უპირველეს ყოვლისა კანონის გამკაცრებამ გამოიწვია. თუმცა, არსებობს მეორე შეხედულებაც, რომ შოტლანდიელების დაწყნარების მიზეზი თითქოს ფანთა ახალი თაობის შედარებით შემწყნარებლური ბუნებაა. შემწყნარებელი შოტლანდიელი ფანი კი ალბათ სამსიტყვიანი ანეკდოტია...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097043