თამაშგარე

11:49 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტსმენი ქალების ბედი ისლამისტურ ქვეყნებში

მიუხედავად იმისა, რომ გაგანია 21-ე საუკუნეა და მსოფლიოს ქვეყნების უდიდეს ნაწილში ქალები უფლებების მხრივ მამაკაცებთან გათანაბრებულნი არიან, ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, სადაც ქალებს სპორტის კუთხით შეზღუდვები აქვთ და ეს შეზღუდვები ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს.

ისეთ უკიდურესად ისლამისტურ სახელმწიფოებში, როგორიც მაგალითად ირანი ანდა საუდის არაბეთია, ქალებს დღემდე აიძულებენ, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპეციალური თავსაბურავით მიიღონ მონაწილეობა. სხეულის სხვადასხვა ნაწილების გამოჩენაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.

სპორტის ამერიკელი ექსპერტი, ენრდიუ ბეკეტი ამბობს, რომ მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც ჩადრიან ქალებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებას აძლევენ, რადგან ეს არის მათი უფლებების დარღვევების ერთგვარი დაკანონება. თუმცა ბატონი ენდრიუ არ განმარტავს იმ ნათელ ჭეშმარიტებას, რომ თუკი ჩადროსან ქალებს ოლიმპიადებზე მონაწილეობას აუკრძალავენ, ეს მათი უფლებების დაცვის კუთხით მაინც ვერაფერს შეცვლის.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100543