ფეხბურთი

15:28 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკმა" ანანიძე დუბლებში გადაიყვანა

მოსკოვის "სპარტაკმა" დღეს დილით რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალის მატჩში სტუმრად "სმენა" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მოსკოველთა განაცხადში არ ყოფილა. izvestia.ru-ს ინფორმაციით, 21 წლის ნახევარმცველმა თავად თქვა უარი გაფრენილიყო შორეულ აღმოსავლეთში. მიზეზი ის გახლდათ, რომ ჯანო ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა.

კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა, ანანიძეს საქციელი უყურადღებოდ არ დატოვეს და გადაწყვიტეს ფეხბურთელი "სპარტაკის" დუბლებში გაეშვათ. შესაძლოა, კლუბმა ანანიძეს ერთი თვის ხელფასიც არ მისცეს და გაანათხოვროს კიდეც.

"სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა სერგეი გორლუკოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბში სათანადო დისციპლინა არაა.

"მომხდარზე საუბარი არც ღირს. თუ ანანიძე ავად იყო და მწვრთნელმა ამიტომ არ წაიყვანა, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ, როგორც ვიცი ჯანო არც ავად იყო და არც ტრავმა ჰქონდა. კლუბს თავისუფლად შეუძლია მას კონტრაქტი გაუწყვიტოს. რას ნიშნავს მისი საქციელი? ჩვენ მას უნდა დავემშვიდობოთ, სულ ესაა", - ციტირებს izvestia.ru გორლუკოვიჩის სიტყვებს.

ჯერჯერობით "სპარტაკის" ოფიციალურ ვებგვერდს აღნიშნული ინციდენტის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121083