კალათბურთი

22:18 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი” კალათბურთელებისათვის კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს

სუპერლიგის მონაწილე “სოხუმი” ამჟამად გუნდში მოვარჯიშე კალათბურთელებისათვის კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. 

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

“მართალია, სახელმწიფო დაგვპირდა გუნდის დაფინანსებას, მაგრამ რადგან ჯერჯერობით ჩვენთვის გამოყოფილი კონკრეტული თანხა უცნობია, ამიტომ გუნდში მოვარჯიშე კალათბურთელებისათვის კონტრაქტების გაფორმებას არ ვჩქარობთ” – გვითხრა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ “სოხუმში” ამჟამად 11 კალათბურთელი ვარჯიშობს, ესენი არიან: გიორგი ჯგერენაია, გიგა კვეტენაძე, გიორგი ფერიაშვილი, მიხეილ ჩიტაშვილი, ბექა ჭიჭვეიშვილი, რატი ბააკაშვილი, გრიგოლ შვანგირაძე, დავით დეკანოიძე, შოთა გოლეთიანი, დიმიტრი დვალიშვილი და ირაკლი ჩლაიძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112962