კალათბურთი

20:25 | 6.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი” “დინამოს” სრული შემადგენლობით შეეჭიდება

“სოხუმისა” და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდების შეხვედრა 95:66 “სოხუმის” გამარჯვებით დასრულდა. თამაში ორმაგი დუბლების ნამდვილი კასკადი იყო. სამმა სოხუმელმა და ორმა “მედიკოსმა” შეასრულა ორმაგი დუბლი. ქულების ლიდერი სოხუმელი სერგო ათუაშვილი გახდა - 38 ქულითა და 16 მოხსნით. მას მოსდევს ვახტანგ ქადარიას ორმაგი დუბლი - 19 ქულა და 17 მოხსნა. ლეგიონერმა ბოსკო სტოიაკოვიჩმა და ახალგამოჯანმრთელებულმა დავით დეკანოიძემ თანაბარი - 12-12 ქულა მოუტანეს გუნდს. სამედიცინო უნივერსიტეტის მოთამაშეთაგან გიორგი ფერიაშვილმა იჩინა თავი 19 ქულითა და 11 მოხსნით. ირაკლი გაბისონიამ ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა 13 ქულითა და 14 მოხსნით.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია: ”მადლობას ვუხდი სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. ის საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. “დინამოსთან” თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის, ადგილი უკვე დამკვიდრებული გვაქვს, მაგრამ პრინციპის ამბავია, დავამტკიცოთ, რომ ტყუილად არ მოგვიგია. რაც შეეხება ათუაშვილს, ღმერთმა მოგვცა ასეთი კარგი ცენტრი, რომელიც 3-ქულიანებსაც კარგად ისვრის და ცენტრადაც კარგია. მთავარია, კარგად გამოიტანო და აითვისო ასეთი რესურსი გუნდში. დეკანოიძეს რაც შეეხება, მუხლი აწუხებდა, მაგრამ ახლა უკვე ვუმკურნალეთ და ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას”.

ფირცხალაური: ” ვულოცავ “სოხუმის” გუნდს გამარჯვებას. იმედი მაქვს, პლეი ოფშიც მიაღწევს დასახულ მიზნებს. არ შემიძლია დავმალო სერგო ათუაშვილისგან გამოწვეული აღფრთოვანება. საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა დღეს. “სოხუმი” დიდ ძალას ფლობს მისი სახით”.

ეკა ლოლუა

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161589