თამაშგარე

11:31 | 18.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

სოჭის ოლიმპიადა და თამარ გვერდწითელი

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ქალმა – თამარ გვერდწითელმა სოჭის ახლადაშენებულ არენაზე, სოჭის ზამთრის მოახლოვებული ოლიმპიადისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა – ”ოდა სპორტს” იმღერა. მაშინ, თამარის სიმღერამ რუსები დიდ აღფრთოვანებაში მოიყვანა და ოლიმპიადის ორგანიზატორებს სურვილი გაუჩნდათ, რომ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადა სწორედ ქართველმა მომღერალმა გახსნას ზემოთაღნიშნული სიმღერით.
ამის შემდეგ გავიდა დრო და გვერდწითელი საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა. მისი სამშობლოში სტუმრობის მიზეზი პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ ფონდ ”იავნანას” მიერ მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობა იყო. ერთ-ერთ სტუმრობის დროს, მომღერალი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი რუსეთში ბევრს არ მოეწონა და ახლა სერიოზულად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე შესაძლებელია თამარ გვერდწითელის მაგივრად, რუსმა მომღერალმა - კობზონმა იმღეროს.
ამ ყველაფრის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერს ამბობს, მაგრამ რუსულ ვებგვერდებზე წერენ, რომ გვერდწითელის ჩანაცვლება თანდათან უფრო რეალური ხდება. თუ რა გადაწყდება საბოლოოდ, ეს ჯერ არავინ იცის, მაგრამ ჩვენის მხრივ, აუცილებლად უნდა დავამატოთ ის, რომ თავის დროზე თამარ გვერდწითელს რუსი პოლიტიკოსებისა და რუსული არმიისაათვის არაერთხელ უმღერია. გვერდწითელმა რუსეთის ჯარისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი სიმღერა 2008 წლის შემოდგომაზეც კი იმღერა. რაც შეეხება თამარ გვერდწითელის სიმღერას – ”ოდა სპორტს”, ამ სიმღერის პრეზენტაციის ჩანაწერს თანდართული ბმულის საშუალებით გთავაზობთ და თავად შეაფასეთ.   

http://www.youtube.com/watch?v=Oe-WuTVFvAw&feature=related

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162064