კალათბურთი

15:43 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელებმა საზღვაო კალათბურთიც გვაჩვენეს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, შაბათს 2013 წლის საკალთბურთო ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა საზოგადოებას კიდევ ერთი ნოვაცია შესთავაზეს. შეგახსენებთ, რომ სლოვენიაში დაგეგმილი ევრობასკეტის წილისყრა პოსტოინას მღვიმეში შედგა, ამჯერად კი, ევროპული კალათბურთის ვეტერანებმა საჩვენებელი მატჩები ზღვაში ჩაატარეს.

სანახაობა კოპერის ყურეში სანაპიროდან 33 მეტრში სპეციალური “მოედანზე” შედგა, რომელიც 3 მეტრის სიმაღლეზე “დამონტაჟდა”, მისი ზომა-წონა კი შთამბეჭდავი გახლდათ: 40მ.X20მ და 1500 ტ.

ცხადია, ზღვაში ტრიბუნების აწყობა გაცილებით რთული გახლდათ, ამდენად, სპეციალურად მიწვეული სტუმრები თამაშს მეზობლად გაჩერებული გემიდან (“ვენეციის პრინცი”) ადევნებდნენ.

მინი-ტურნირში ხორვატიის, იტალიის და სლოვენიის ვეტერან კალათბურთელთა გუნდებმა ითამაშეს, რომლებიც შესაბამისად დინო რაჯამ, დინო მენეგინმა და რაშო ნესტეროვიჩმა დააკომპლექტეს.

“იდეა მართლაც რომ ორიგინალური გახლდათ, ასეთი რამ ხომ აქამდე არავის უნახავს. სლოვენიის კალათბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის დიდ საქმეს აკეთებს და მათ სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ. მართლაც ძალიან ვისიამოვნე. მიუხედავად იმისა, რომ დალმატიიდან (ხორვატიის ისტორიული რეგიონი ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე) ვარ, წყალზე კალათბურთი არასოდეს მითამაშია”, - აღნიშნა ხორვატთა ექს-ვარსკვლავმა დინო რაჯამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109606