კალათბურთი

0:55 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენია დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს

ლაკოვიჩი ჯერაც ვერ თამაშობს, გორან დრაგიჩი კი ჩხუბის გამო გააძევეს

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც საშინაო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, მომავალი ბატალიებისთვის საკონტროლო მატჩებში ემზადება და ჯერჯერობით, უდანაკარგოდ თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ბოჟიდარ მალკოვიჩის შეგირდებმა საწყის მოსამზადებელ შეხვედრებში უკრაინას და მაკედონიას, შესაბამისად, 74:46 და 63:54 სძლიეს, გასულ უქმეებზე კი კიდევ ერთი საშინაო ტურნირი მოიგეს.

ამჯერად, სლოვენიელები მეტოქეებს ცელიეს “დვორანა ზლატოროგზე” დაუხვდნენ ანუ იმ არენაზე, სადაც ევრობასკეტზე C ჯგუფის შეხვედრები გაიმართება. მალკოვიჩის ბიჭებს ყველაზე რთული ბრძოლა აინარს ბაგატსკისის მიერ დარიგებულ ლატვიელებთან გადახდათ, რომელთაც 71:67 სძლიეს, სერბეთი და თურქეთი კი, მოულოდნელად იოლად, 67:52 და 72:53 დაამარცხეს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ გასულ შეხვედრებშიც არ უთამაშია სლოვენიელთა კაპიტან იაკა ლაკოვიჩს, რომელიც ლატვიელებთან საწყისი მატჩის განაცხადში კი გახლდათ, თუმცა, მოედანზე არ გასულა, მომდევნო შეხვედრებში კი განაცხადშიც ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ლაკოვიჩს ზურგის ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით, მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება.

გასული მატჩების სტატისტიკურ მონაცემებს ქვემოთ გაეცნობით, ჩვენის მხრივ კი დავძენთ, რომ სლოვენიელები ამჯერადაც ჩინებული გუნდური თამაშით გამოირჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ მალკოვიჩი სასტარტო ხუთეულის და მთლიანად შემადგენლობის აქტიურ როტაციას მიმართავდა, წესით, გაწბილებული არცერთი შეგირდის გარჯით უნდა დარჩენილიყო.

და ერთიც. სლოვენიელების და თურქების მატჩში ერთი არასასიამოვნო ეპიზოდი დაფიქსირდა. თამაშის მე-4 წუთზე მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი გორან დრაგიჩი და დოგუს ბალბაი წანიკლავდნენ, მათ გასაშველებლად კი სათადარიგო სკამიდანაც წამოიშალნენ და ყველაფერი კინაღამ გუნდურ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოოდ, არბიტრებმა კონლიქტის მოთავეები გააძევეს და მატჩიც მათ გარეშე გაგრძელდა...

სლოვენელები მოსამზადებელი ციკლის განმავლობაში კიდევ 7 საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ, რომელთა განრიგი ასე გამოიყურება:

10 აგვისტო: სლოვენია – თურქეთი (ბელგრადი)

11 აგვისტო: თურქებთან მატჩის შედეგიდან გამომდინარე – სერბეთის ან უკრაინის წინააღმდეგ

16 აგვისტო: სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა (იესენიცე)

18 აგვისტო: სლოვენია – რუსეთი (ლიუბლიანა)

23 აგვისტო: სლოვენია – ჩერნოგორია (კოპერი)

24 აგვისტო: სლოვენია – იტალია (კოპერი)

31 აგვისტო: სლოვენია – საფრანგეთი (ლიუბლიანა)

სლოვენიალატვია 71:67 (21:13, 16:15, 18:19, 16:20)

სლოვენია: ბლაჟიჩი (20 წ. 1 ქ. 4 მ.), გ.დრაგიჩი (29 წ. 11 ქ. 5 მ. 4 პ.), დ.ლორბეკი (25 წ. 10 ქ. 5 მ.), ბეგიჩი (23 წ. 9 ქ. 7 მ.), ბალაჟიჩი (15 წ. 8 ქ.); სლოკარი (13 წ. 4 ქ. 3 მ.), ლაპორნიკი (10 წ. 5 ქ.), იოკსიმოვიჩი (11 წ. 5 პ.), ნახბარი (16 წ. 14 ქ. 3 მ.), ვიდმარი (13 წ. 6 ქ. 3 მ.), პრეპელიჩი (17 წ. 3 ქ.). ზ.დრაგიჩი (8 წ.).

სლოვენია – სერბეთი 67:52 (16:15, 17:16, 16:12, 18:9)

სლოვენია: ნახბარი (22 წ. 5 ქ. 3 მ.), გ.დრაგიჩი (19 წ. 12 ქ. 3 პ.), დ.ლორბეკი (20 წ. 4 ქ. 4 მ.), ვიდმარი (18 წ. 7 ქ. 5 მ.), ზ.დრაგიჩი (20 წ. 8 ქ. 3 მ.); სლოკარი (22 წ. 4 ქ. 4 პ.), ლაპორნიკი (5 წ.), იოკსიმოვიჩი (12 წ. 8 ქ.), მურიჩი (21 წ. 4 ქ. 4 მ.), პრეპელიჩი (21 წ. 4 ქ.), ბალაჟიჩი (19 წ. 11 ქ. 3 პ.).

სლოვენია – თურქეთი 72:53 (13:18, 17:15, 28:10, 14:10)

სლოვენია: ბლაჟიჩი (14 წ. 5 ქ. 3 მ.), ნახბარი (16 წ. 7 ქ. 7 მ.), გ.დრაგიჩი (3 წ.), ბეგიჩი (12 წ. 4 ქ.), ზ.დრაგიჩი (28 წ. 11 ქ. 4 პ.); ლაპორნიკი (18 წ. 2 ქ.), იოკსიმოვიჩი (21 წ. 4 ქ. 3 პ.), მურიჩი (18 წ. 5 ქ. 5 მ. 3 პ.), ვიდმარი (24 წ. 16 ქ. 10 მ.), მორინა (9 წ. 6 ქ. 3 მ.), პრეპელიჩი (18 წ. 6 პ.), ბალაჟიჩი (20 წ. 12 ქ. 3 პ.).

ევრობასკეტის სხვა მონაწილეთა მატჩები

2 აგვისტო

თურქეთი – სერბეთი 63:78 (ცელიე)

საფრანგეთი – ფინეთი 101:93 (პო)

3 აგვისტო

თურქეთი – ლატვია 61:66 (ცელიე)

4 აგვისტო

ლატვია – სერბეთი 54:67 (ცელიე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.249477