თამაშგარე

10:29 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიურპრიზი რიტა მონტელასთვის

 ცნობილი ამბავია, რომ იტალიელები ქართველებს ბევრ რამეში გვგვანან. პირველ ყოვლისა კი, ჩვენი მსგავსება ხასიათის საერთო შტრიხებითაა განპირობებული. ქართველებმაც და იტალიელებმაც სიძულვილიც და სიყვარულიც გადაჭარბებულად ვიცით და ეს ჭეშმარიტება რამდენიმე დღის წინ ფლორენციის “ფიორენტინას” მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამაც დაადასტურა.

ვინჩენცოს მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისთვის საჩუქრის ორიგინალური სახით ჩუქება გადაუწყვეტია და დაბადების დღის საღამოს, სახლში უცნაურად შემოსილ და შეღებულ მსახიობებთან ერთად მისულა. ვინჩენცოს ცოლი რიტა მონტელა, როგორც ჩანს, მსგავსი უცნაური სიურპრიზებით არაa განებივრებული და თავის ზღურბლზე დანახული უცნაურად ჩაცმული და შეღებილი ხალხის დანახვაზე ცუდად გამხდარა და მის მოსასულიერებლად ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. მოსულიერებულ რიტა მონტელას კი უთქვამს, რომ აღარ სურს მსგავსი სიურპრიზები და ქმრისგან საჩუქრად უბრალო ყვავილებსაც სიამოვნებით მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161887