თამაშგარე

12:39 | 27.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სისხლიანი სტრიტბოლი

ქუჩის კალათბურთის პოპულარული ფესტივალი Entertainers Basketball Classic, რომელიც ჰარლემში, სტადიონ “რაკენ პარკში” მიმდინარეობდა, სროლამ შეაჩერა. ინციდენტის ადგილას, NBA-ს ჩატენვების კონკურსის სამგზის გამარჯვებული, “გოლდენ სტეიტის” მოთამაშე ჰეიტ რობინსონი იმყოფებოდა, რომელიც ხალხის დაცვასა და წესრიგის აღდგენას ცდილობდა.
“უცბად თამაში შეჩერდა და ტრიბუნებზე ჩხუბი ატყდა, - იხსენებს თვითმხილველი როდნი ჰარის-უმცროსი. – მერე ერთ-ერთმა ბიჭმა იარაღი ამოიღო და რამდენჯერმე ადამიანებს ესროლა, რომელშიც ქალები და ბავშვებიც იყვნენ”.
გასროლის შემდეგ დამნაშავე პარკიდან გაიქცა, რა დროსაც ვიდეოთვალმა დააფიქსირა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170205