ფეხბურთი

18:23 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სისე “ნიუკასლს” სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

“ნიუკასლის” თავდამსხმელი პაპის სისე მიმდინარე სეზონის დარჩენილ მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება.

სენეგალელმა თავდამსხმელმა ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში “სუონსისთან” შინ წაგებულ (1:2) მატჩში მუხლის ხრტილი მოიტეხა.

სისე, რომელმაც მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა, “არსენალთან”, “კარდიფთან” და “ლივერპულთან” ვერ ითამაშებს.

ის გუნდს ივლისში დაუბრუნდება, როდესაც “ნიუკასლი” სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს დაიწყებს.

თეგებიპაპის სისე
0.111352