ფეხბურთი

15:59 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძემ “ინტერთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

 

ირაკლი სირბილაძე მომავალ წელსაც კარიერას ფინურ საფეხბურთო კლუბ ტურკუს “ინტერში” გააგრძელებს.

“ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდე გააფორმა. ხსენებული ვადის გასვლის შემდეგ თუ მხარეებს სურვილი ექნებათ ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება.

წელს “ინტერმა” ფინეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო სირბილაძემ 9 გოლი გაიტანა.

31 წლის თავდამსხმელი ტურკუს კლუბში 2012 წელს გადავიდა და 63 მატჩში მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო.

“სირბილაძე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. წელს ისე კარგად არ უთამაშია, მაგრამ მთელი გუნდი ასე გამოიყურებოდა. მომავალ წელს შეტევაში თამაში უნდა გამოვასწოროთ. “სირბი” გოლებს გაიტანს, თუ სწორ პოზიციას შეურჩევ” – განაცხადა ქართველის შესახებ “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ჯობ დრაგსტმამ.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098884