ფეხბურთი

22:10 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” უნგრულ “დიორს” 1:0 სძლია

ბოლნისის “სიონმა” თურქულ ბელეკში მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და უნგრეთის მოქმედ ჩემპიონ “დიორს” 1:0 სძლია. ეს ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ჯაბა უგულავამ გაიტანა – საჯარიმოში ერთი მცველი მოატყუა და დაბალ კუთხეში დაურტყა მეკარეს.

ლადო ბურდულის გუნდმა მეტოქეს აჯობა, 78-ე წუთზე უნგრელები 10 კაცით დარჩნენ. წინასწარი შეთანხმებით, გუნდებს შეუძლიათ გაძევებული ფეხბურთელის შეცვლა, მაგრამ მსაჯმა ნება არ დართო “დიორს”: მიზეზი ისაა, რომ გაძევებულმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“სიონის” სასტარტო შემადგენლობა: მერლანი, ფოფხაძე, სვანიძე, თოთაძე, იმედაშვილი, განუგრავა, სამხარაძე, აფციაური, ბიბილეიშვილი, უგრეხელიძე, უგულავა. შეცვლაზე შევიდნენ: ცხადაია, ადამია, ახალაია, მამასახლისი, ლობჯანიძე, მიკუჩაძე.

შეგახსენებთ, გიორგი განუგრავა და ლაშა თოთაძე “დიორში” თამაშობდნენ. “სიონი” თურქეთში ბოლო მატჩს ხვალ ჩაატარებს: უკრაინულ “სევასტოპოლთან”. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174425