ავტოსპორტი

21:10 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერის მდგომარეობა ისევ უმჯობესდება

მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უმჯობესდება. ეს ინფორმაცია მისმა მენეჯერმა საბინე კემმა გაავრცელა და დაამატა, რომ როგორც კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ჰოსპიტალს დატოვებს, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების გამოქვეყნება შეწყდება.

კემის თქმით, შუმი სულ უფრო ხშირად ავლენს გამოფხიზლების და გონს მოსვლის სიმპტომებს. „მცირე გაუმჯობესება სახეზეა, რაც ძალიან გვახარებს და იმედით გვავსებს“, - ამბობს კემი და დასძენს, რომ შესაძლოა, შუმახერი მალე გადაიყვანონ სარეაბილიტაციო კლინიკაში, მაგრამ დიდი გერმანელის მომავალზე ლაპარაკი ჯერ მაინც ნაადრევია.

„ყველა საქმე ინდივიდუალურია. ტვინის ნებისმიერ ტრავმას სრულიად განსხვავებული დაზიანებების გამოწვევა შეუძლია. და ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არცერთ ექიმს არ აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეზღუდულად, მაგრამ პერიოდულად მიხაელი გარემოსთან ურთიერთობას ცდილობს“, - ამბობს კემი.

მან ისიც განაცხადა, რომ ერთმა ჟურნალისტმა შუმახერის პალატაში შესვლა გადაცმულმა სცადა და ექიმებს პაციენტის მამად წარუდგა. კემი ამბობს, რომ ბევრი მსგავსი შემთხვევა აღიკვეთა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, შუმახერისთვის ფოტოს გადაღების მცდელობას აქვს ხოლმე ადგილი...

სანამ დიდი ჩემპიონი სიცოცხლისთვის ბრძლას აგრძელებს, მისმა 15 წლის შვილმა, სახელად მიკი, თავის საერთაშორისო კარიერაში პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა - საერთაშორისო რბოლაში, რომელიც იტალიაში ჩატარდა, საპრიზო ადგილი დაიკავა და რა თქმა უნდა, ეს მიღწევა მამამისს მიუძღვნა. ცნობისთვის, მიკი დედის გვარით (ბეჩ) ასპარეზობს, რათა ამით ზედმეტი ყურადღება აირიდოს თავიდან.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123557