თამაშგარე

15:22 | 1.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერი სპას საპატიო მოქალაქეა

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი, 43 წლის გერმანელი მიხაელ შუმახერი ბელგიის ქალაქ სპას საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.
სპას ბურგომისტრმა ჟოზეფ უსამ განაცხადა, რომ მრბოლის საქვეყნო აღიარებას მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ავტოდრომმა – სპა-ფრანკორშანმა შეუწყო ხელი. სწორედ აქ შედგა შუმახერის დებიუტი, სადაც მან ფორმულა 1-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მიხაელს 300-ზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ მაჩვენებლით “სამეფო რბოლის” ისტორიაში მეორე პილოტია.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 25 ოქტომბერს შეიხმა მუჰამედ ბენ რაშიდალ-მაკტუმ პილოტს ანტარქტიდაში მდებარე ხელოვნური არქიპელაგის - თჰე ჭორლდ-ის კუნძული აჩუქა, რომლის ღირებულებაც 7 მილიონი დოლარია. ხოლო შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციამ, ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე შუმახერი შვეიცარიის ელჩად აირჩია. ევრო 2008-ის ელჩები ასევე ფეხბურთელი სტეფან შაპიუიზა, ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, მოთხილამურე ბერნარ რუსი, ფორმულა 1-ის მფლობელი პეტერ ზაუბერი და მსოფლიოს 20-გზის ჩემპიონი სპორტულ ორიენტირებაში, ზიმონა ნიგლი-ლიუდერი იყვნენ.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11958