ავტოსპორტი

2:51 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერი შესაძლოა მალე სახლში დაბრუნდეს

შვეიცარიულ გაზეთი „ზონტაგსბლიკი“ იტყობინება, რომ მიხაელ შუმახერი შესაძლოა მალე სახლში დაბრუნდეს და სარეაბილიტაციო კურსი იქ გააგრძელოს. როგორც ცნობილია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა თითქმის ექვსი თვე გაატარა კომაში, საიდან გამოსვლის შემდეგაც ის გრენობლის (საფრანგეთი) ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის სექციიდან, ლოზანას (შვეიცარია) სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანეს.

„ზონტაგსბლიკი“ ამ ინფორმაციის წყაროდ ლოზანას ჰოსპიტალის თანამშრომელს ასახელებს, თუმცა მის ვინაობას საიდუმლოდ ინახავს. წყაროს ინფორმაციით, შუმახერის მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად უმჯობესდბა და ეს იძლევა შინ მისი დაბრუნების იმედს. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას თავის სახლშიც გააგრძელებს, რომელიც ლოზანასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

ბაზელის (შვეიცარია) სარეაბილიტაციო ჰოსპიტლის უფროსი ექიმი მარკ მადერი ამბობს, რომ შინ მკურნალობა ძნელია ოჯახისთვის, მაგრამ ოპტიმალურია ისეთი პაციენტებისთვის, როგორიც შუმახერია.

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114899